ვაშინგტონის შტატის მოქალაქე ფრინველის გრიპის ისეთი შტამით დაინფიცირდა, რომელიც აქამდე ადამიანში არ დაფიქსირებულა.
„მძიმედ დაავადებული“ მამაკაცი მაღალი სიცხითა და სუნთქვის გაძნელებით საავადმყოფოში მოათავსეს. მას H5N5 ვირუსი დაუდასტურდა - ფრინველის გრიპის ქვეტიპი, რომელსაც გარეული ფრინველები, როგორიცაა იხვები და ბატები, გადასცემენ.

ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მამაკაცს შტატის სამხრეთ-დასავლეთ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, შინაური ფრინველების "პატარა ფერმა" აქვს. მათივე თქმით, ორი ფრინველი ცოტა ხნის წინ დაიღუპა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, საზოგადოებისთვის რისკი დაბალია.
H5N5 ვირუსი სხვას არ დაუდასტურდა. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ექსპერტებმა აღიარეს, რომ ვირუსის ევოლუცია შეიძლება „არაპროგნოზირებადი“ იყოს. H5N1 უმეტესად აშშ-შია გავრცელებული, მაგრამ მაინც იშვიათია. ორ შტამს შორის განსხვავება ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილაა.

ვირუსი 2022 წლიდან არსებობს და აინფიცირებს გარეულ ფრინველებს, შინაურ ფრინველს, პირუტყვს და ზოგჯერ ადამიანებსაც კი. 2024 წლიდან აშშ-ში H5 ფრინველის გრიპის 71 შემთხვევა დაფიქსირდა .