სოციალურ მედიაში შემზარავი კადრები გავრცელდა, სადაც ასახულია როგორ მისდევს უზარმაზარი შავი დათვი ქალაქში პატარა ბიჭს, რომელი ველური ნადირისგან თავდასაღწევად მაღაზიაში შერბის.
შემთხვევა პენსილვანიაში მოხდა, 11 წლის კოულ ფრეიზი “Dollar store“ - ის მაღაზიასთან მივიდა, რათა ენახა რატომ აგვიანებდა საყიდლებზე გამოსული მამამისი. უეცრად უზარმაზარი შავი დათვი შეამჩნია, რომელიც მისკენ მოემართებოდა. ბიჭი თავშესაფრის საძიებლად მაღაზიაში შევარდა.

“ვიფიქრე ალბათ დამიჭერს და შემჭამს მეთქი, ნახევარი მეტრი მაშორებდა, შემდეგ მე მარცხნივ გავუხვიე დათვი პირდაპირ გაიქცა, მაღაზიის რიგებს შორის დავრბოდი, მერე სალაროსთან მივვარდი — იქ მხოლოდ ერთ თანამშრომელი იმყოფებოდა, ორივენი დახლს გადმოვახტით და მანამდე გამოვვარდით გარეთ სანამ დათვი მოტრიალდებოდა" - ჰყვებოდა შემდეგ კოული.

ადამიანები მანქანაში ჩაიკეტნენ, როგორ მოგვიანებით მაღაზიის კამერებმა აჩვენა, ცხოველმა მაღაზიაში დაახლოებით 10 წუთი იხეტიალა, შემდეგ საქონლით სავსე თაროზე შეხტა, გარეთ გამოვიდა და ცოტა ხანში მაღაზიის ტერიტორია დატოვა.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/bp2nowP7kdc?si=lM8WuyHTwaGZiwZn" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
ეროვნული ველური ბუნების ფედერაციის ინფორმაციით, ინციდენტში მამრი შავი დათვი მონაწილეობდა რომელიც შეიძლება 600 ფუნტამდე იწონიდეს, წლის ამ სეზონზე ცხოველები აქტიურად ეძებენ საკვებს, რამაც შესაძლოა მათთან სახიფათო და მოულოდნელ შეხვედრები გამოიწვიოს.