უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს. მისი ინფორმაციით, თემურ შანავა 11 ნოემბრის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა და მისი ცხედარი დღეს იპოვეს.
"კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში: რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა თემურ შანავა. 11 ნოემბერს, ალყაში მოხვედრის შემდეგ თემური დაკარგულად ითვლებოდა და მისი ცხედარი დღეს იპოვეს... ვიზიარებთ მამის, ნუკრი შანავას, მისი ოჯახის წევრების, სრულიად საქართველოს მწუხარებას!გმირები არ კვდებიან, დიდება გმირებს!!!" - წერს ბერულავა.
არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.