სოციალური ქსელებში დიდი მსჯელობის საგანი გახდა საოცარი ფოტო სახელწოდებით "იკაროსის დაცემა", რომელიც ასტრო ფოტოგრაფმა ენდრიუ მაკკარტიმ გადაიღო.

შთამბეჭდავ სურათზე "სკაიდრაივერი" და მუსიკოსი გაბრიელ ბრაუნია გადაღებული, რომელიც უზარმაზარი მზის დისკის ფონზე დედამიწისკენ მიექანება.

The moment of the jump, captured in hydrogen alpha light to resolve the sun’s atmosphere.

We decided to release the photo in print- both as an up close shot and showing the full disc of the sun, which you can see here: https://t.co/K4DovGV4ni pic.twitter.com/hYHg7rZXdK
— Andrew McCarthy (@AJamesMcCarthy) November 13, 2025

"განსაკუთრებულად ზუსტი დაგეგმვა და ტექნიკური სიზუსტე იყო საჭირო, რათა 1,070 მეტრის სიმაღლიდან გადმომხტარ გაბრიელს კოსმოსში ვარდნის ილუზია შეექმნა" - განაცხადა მაკკარტიმ, რომელიც ძირითადად მზის ფოტოებზე სპეციალიზირდება.

იმისათვის, რომ მზეც და ბრაუნიც საჭირო ფოკუსში მოხვედრილიყვნენ, ფოტოგრაფმა კამერა მიწაზე თითქმის 3.2 კმ მანძილზე განათავსა, მას მხოლოდ წამიერი შესაძლებლობა ჰქონდა საჭირო კადრის გადასაღებად, თუმცა შედეგებმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა, "იკაროსის დაცემა" სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, სადაც კოსმოსისა და ფოტოგადაღების ხელოვნების მოყვარული მომხმარებლების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.

"ძალიან მიყვარს მცირე ადამიანის და ჩვენი გიგანტური, დინამიური ვარსკვლავის კონტრასტი. სწორედ ეს დაპირისპირება აძლევს ფოტოს განსაკუთრებულ და ძალიან ოპტიმისტურ შინაარს — თითქოს მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, კაცობრიობას უამრავი რამ შეგვიძლია" - დასძინა ფოტოხელოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.