დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილის განცხადებით, მათი ტერიტორიული წყლების ნაპირზე რუსული სადაზვერვო გემი Yantar-ი შენიშნეს და უფრო მეტიც - რუსულმა სადაზვერვო გემმა გამოიყენა ლაზერები, რათა ხელი შეეშალა ბრიტანული RAF-ის პილოტებისთვის, რომლებიც მის აქტივობას აკონტროლებენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა Yantar-ის “უკიდურესად სახიფათო“ ქმედებებს სერიოზულად ეკიდება.
მან დასძინა, რომ რუსული გემი შოტლანდიის ჩრდილოეთით იმყოფებოდა და ბოლო კვირების განმავლობაში წელს მეორედ შევიდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში.
“ჩემი გზავნილი რუსეთისა და პუტინისადმი ასეთია: გაკვირდებით! ვიცით, რას აკეთებთ და თუ Yantar ამ კვირაში სამხრეთისკენ დაიძვრება, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა ჰილიმ პრესკონფერენციაზე.
ჰილის განმარტებით, ლაზერის ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც Yantar-ს სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატი და Poseidon P-8 წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საპატრულო თვითმფრინავი აკვირდებოდნენ. ისინი “გემის ყოველი მოძრაობის მონიტორინგისთვის“ გაგზავნეს.
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოხდა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, გემი, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა, რუსეთის ღრმა ზღვის კვლევების მთავარ დირექტორატს (GUGI) ეკუთვნის, რომელიც შეიქმნა “მშვიდობიან პერიოდში მეთვალყურეობისა და კონფლიქტის დროს დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად“.
“თუ Yantar-ი კურსს შეიცვლის, სამხედრო ვარიანტები გვაქვს მზად. მათ არ გავამხელ.... ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან საფრთხეს უქმნის ბრიტანელი სამხედრო თვითმფრინავების პილოტებს, უკიდურესად საშიშია“, - თქვა მან.
“ჩვენი ქვეყნის ქმედებები არ მოქმედებს გაერთიანებული სამეფოს ინტერესების წინააღმდეგ და არ არის მიმართული მისი უსაფრთხოების შელახვისკენ. თუმცა, ლონდონი, რუსოფობიური ხაზის გაგრძელებით და მილიტარისტული ისტერიის გაღვივებით, ევროპული უსაფრთხოების დეგრადაციას იწვევს, რაც ახალი სახიფათო სიტუაციების წინაპირობებს ქმნის.
მოვუწოდებთ ბრიტანულ მხარეს, თავი შეიკავოს დესტრუქციული ნაბიჯებისგან, რამაც შეიძლება გაამწვავოს კრიზისი ევროპის კონტინენტზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გემების თვალთვალის ვებსაიტის, Marine Traffic-ის ცნობით, სადაზვერვო გემმა თავისი პოზიციის შესახებ მონაცემები 2 ნოემბრის შემდეგ დამალა, ხოლო ბოლო სიგნალი ბალტიის ზღვიდან, ლატვიის სანაპიროს ჩრდილოეთით იყო. მიუხედავად იმისა, რომ Yantar-ის ამჟამინდელი მდებარეობა გაურკვეველია, FlightRadar24 აჩვენებს, რომ ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების Poseidon P-8 თვითმფრინავი, რომელიც შოტლანდიის სანაპიროსთან დაფრინავს, თუმცა გაურკვეველია, აკონტროლებს თუ არა ის Yantar-ს.
თავად რუსეთი Yantar-ს ოკეანის კვლევით გემად აღწერს. დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ შენიშნეს ის ევროპის წყლებში და ეჭვობენ, რომ მისი მისიის ნაწილი წყალქვეშა კაბელების რუკაზე დატანაა.
Yantar-ი “საკვლევ“ ან “სადაზვერვო“ ხომალდად არის აღიარებული და რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს. მას მართავს ღრმა ზღვის კვლევების მთავარი დირექტორატი, რუსეთის შეიარაღებული ძალების საიდუმლო ქვედანაყოფი.
ხომალდი დაახლოებით 34 მეტრის სიგრძისაა და მრავალ ანტენასა და აღმომჩენ აღჭურვილობას ატარებს. როგორც ამბობენ, ის პატარა წყალქვეშა ნავების საბაზო სადგურად მიიჩნევა, რომლებიც შემდეგ ოკეანის სიღრმეში გარემოს შესწავლას შეძლებენ.
ვარაუდობენ, რომ Yantar-ს გადააქვს 2 ბათისკაფი (ღრმა წყლის ავტონომიური (თვითმავალი) აპარატი, რომელიც შედგება ტივტივასა და გონდოლისაგან). მათ ოკეანის მიუწვდომელ სიღრმეებში ჩაყვინთვა შეუძლიათ.
იხილეთ ასევე: