ავტორი:

“ახლახან დამისვეს კიბოს დიაგნოზი... მინდა ჩაგეხუტო“ - ქეით მიდლტონმა და ჯესი ჯეიმ ერთმანეთი სიმსივნესთან ბრძოლის გზაზე გაამხნევეს: ემოციური შეხვედრის დეტალები

“ახლახან დამისვეს კიბოს დიაგნოზი... მინდა ჩაგეხუტო“ - ქეით მიდლტონმა და ჯესი ჯეიმ ერთმანეთი სიმსივნესთან ბრძოლის გზაზე გაამხნევეს: ემოციური შეხვედრის დეტალები

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი და მომღერალი ჯესი ჯეი ერთმანეთს ლონდონში, სამეფო ალბერტ ჰოლში გამართულ, სამეფო ვარიეტე შოუს ყოველწლიურ წვეულებაზე შეხვდნენ.

ორივე მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და კიბოსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მიდლტონმა და ჯესი ჯეიმ ერთმანეთი გაამხნევეს და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ "გაძლევს ეს დაავადება ცხოვრების განსხვავებულ ხედვას".

ქეითს საღამოზე თან ახლდა პრინცი უილიამი. წყვილი 37 წლის მომღერალს გულთბილად შეხვდა.

"მე ახლახან დამისვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი. უბრალოდ მინდა ჩაგეხუტო. კიბო ნამდვილად გაიძულებს ცხოვრებას სხვანაირად შეხედო“, - მიმართა ჯესი ჯეიმ მომავალ დედოფალს.

მან საღამოზე თავისი ახალი სიმღერა - I'll Never Know Why შეასრულა, რომელიც გარდაცვლილი პირადი მცველისთვის, დეივისთვის დაწერა. ქეითმა უთხრა, რომ ეს "ძალიან ამაღელვებელი სიმღერა“ იყო.

მოგვიანებით ჯესი ჯეიმ პრინცესასთან საუბრის დეტალებზეც ისაუბრა:

"ეს მართლაც მნიშვნელოვანი საუბარი იყო. პრინც უილიამსს სურს იმუშაოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში,“ - განაცხადა მან და გაამხილა, რომ უილიამმა ჰკითხა, სურდა თუ არა მასთან ერთად წაეხალისებინა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმებთან ბრძოლა.

ჯესი ჯეის საღამოზე შავი კაპიშონიანი მაისური და სპორტული შარვალი ეცვა. როგორც მან განმარტა, ეს სამოსი განზრახ შეარჩია, რადგან სიმსივნესთან მებრძოლი ადამიანები დეპრესიულები არიან, “მათ არ სურთ დილით ადგომა, კაბის ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება. ისინი, უბრალოდ, კომფორტულად წვებიან დივანზე“.

ქეით მიდლტონმა კი მუქ მწვანე ხავერდიც კაბაზე შეაჩერა არჩევანი, რომელშიც საუცხოოდ გამოიყურებოდა.

წელს, უელსის პრინცესამ განაცხადა, რომ კიბოს დაუზუსტებელი ფორმის რემისია დაფიქსირდა, ხოლო ჯესის ივნისში მასტექტომია ჩაუტარდა, რაც მკერდის კიბოს მკურნალობის ნაწილი იყო.

კიბოსთან ბრძოლის შესახებ მედიასთან ცოტა ხნის წინ პრინცესამაც ისაუბრა:

“თითქოს ძლიერი ხარ, გადიხარ მკურნალობას და ფიქრობ: მე შევძლებ რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე... მაგრამ რეალობა ისაა, რომ შედეგები ძალიან, ძალიან რთულია“.

მან კიბოს დიაგნოზს "ცხოვრების შემცვლელი“ უწოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: