ავტორი:

ჯორჯინასა და მელანიას "სტილის დუელი" თეთრ სახლში - 75 000-ევროიანი ნიანგის ტყავის ჩანთა და 225-ევროიანი ქურქი: რონალდუს საცოლის მრავალათასიანი სამოსი ტრამპთან ვახშამზე (ფოტოები)

ჯორჯინასა და მელანიას "სტილის დუელი" თეთრ სახლში - 75 000-ევროიანი ნიანგის ტყავის ჩანთა და 225-ევროიანი ქურქი: რონალდუს საცოლის მრავალათასიანი სამოსი ტრამპთან ვახშამზე (ფოტოები)

კრიშტიანუ რონალდუს საცოლის, ჯორჯინა როდრიგესის ჩაცმულობამ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მოდის კრიტიკოსები და სოციალური ქსელების მომხმარებლები გააოცა.

  • მან თეთრ სახლში ორი განსხვავებული ლუქი მოირგო, რითაც ტრადიციული პროტოკოლი დაარღვია.

რონალდუ და ჯორჯინა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებასა და გალა-ვახშამს საუდის არაბეთის დელეგაციასთან ერთად დაესწრნენ.

წყვილმა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში ცხოვრობს, მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის Instagram-ის პოსტის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

"მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, მოწვევისა და იმ თბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და პირველმა ლედიმ მე და ჩემს მომავალ მეუღლეს გაგვიწიეთ. მე მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო და ახალ თაობებს მივცე სიმამაცით, პასუხისმგებლობითა და ხანგრძლივი მშვიდობით გამორჩეული მომავლის მშენებლობის სტიმული", - დაწერა კრიშტიანუმ.

ოვალური ოფისის მდიდრული ლუქსი

ჯორჯინას თეთრ სახლში შესვლისას და ოვალურ ოფისში ისეთი სამოსი ეცვა, რომელიც ოფიციალურ გარემოში იშვიათად გვხვდება.

ვაშინგტონის ცივი ამინდის გამო, მან არჩევანი გააკეთა მდიდრულ, მუხლამდე სიგრძის ყავისფერ ქურქზე, ასევე ეცვა კრემისფერი ქვედაბოლო, რომელიც მთლიანად Gucci-ის GG ლოგოთი იყო დაფარული.

ეს ლუქსი დაასრულა Hermès Kelly-ის შავი ნიანგის ტყავის ძვირადღირებული ჩანთით და კლასიკური ფეხსაცმლით. თუმცა, ყურადღება მიიპყრო მისმა 3 მილიონი დოლარის ღირებულების ნიშნობის ბეჭედმაც, რომელიც ოვალური ოფისის მაგიდაზეც წინა პლანზე წამოსწია.

სტილის დუელი მელანია ტრამპთან

საღამოს, საუდის არაბეთის პრინცის პატივსაცემად გამართულ გალა-ვახშამზე, ჯორჯინამ კიდევ უფრო თამამი ნაბიჯი გადადგა. მან მოირგო Guy Laroche-ის შავი/მუქი ლურჯი გრძელი კაბა, რომელშიც ზურგი მთლიანად უჩანდა. მოდის ექსპერტები წერენ, რომ ეს ლუქი წითელ ხალიჩასაც დააშვენებდა.

  • ჯორჯინას ამ თამამი ნაბიჯის ფონზე, პირველ ლედის მელანია ტრამპს ეცვა Elie Saab-ის ზურმუხტისფერი მწვანე კაბა. მედიაში ჯორჯინასა და მელანიას ჩაცმულობა "სტილის დუელად" არის მოხსენიებული.

  • ცნობილია, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვა ცნობილი ფიგურებიც, მათ შორის ილონ მასკი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი და FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

ჯორჯინა და ქურქები

ჯორჯინა როდრიგესი მოდის სამყაროში დიდი ხანია ასოცირდება დაუფარავი ფუფუნებისა და ძვირადღირებული, ბუნებრივი ბეწვის ქურქების სიყვარულთან.

ჯორჯინას პოსტებიდან და მოდის გამოცემების ინსაიდერული ინფორმაციით, მისი ქურქების ღირებულება ხშირად ათობით ათას ევრომდე აღწევს. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ქურქის ღირებულება 40 000 ევროს აღწევს.

ჯორჯინა ბეწვეულს მხოლოდ სითბოსთვის არ ატარებს – ეს მისი იმიჯის ნაწილი და საკუთარი ფინანსური ძალის ხაზგასმის ინსტრუმენტიცაა. ამიტომაც, მისი ყოველი გამოჩენა, იქნება ეს სპორტული ღონისძიება თუ ოფიციალური შეხვედრა (როგორც თეთრ სახლში), მუდმივად აჩენს კითხვებს: "რომელი ბრენდის ქურქი ეცვა?“ და „რა ღირდა?“

ორჯინას ლუქის ღირებულება თეთრ სახლში:

  • maxmara-ს სვიტერი - €475
  • gucci-ს GG ლოგოებით ნაქარგი, მიდი-ქვედაბოლო - €2,600
  • elpidioloffredofficial-ის ქურქი - €24,780
  • hermes-ის მბზინავი ნიანგის ტყავის ჩანთა ოქროსფერი დეტალებით - €75,000