ავტორი:

“ძალიან ემოციურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმი გეუბნება რომ “მორჩა, აღარაფერი შეიცვლება“ - ჯენიფერ ენისტონმა მის დიაგნოზზე გულახდილად ისაუბრა

“ძალიან ემოციურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმი გეუბნება რომ “მორჩა, აღარაფერი შეიცვლება“ - ჯენიფერ ენისტონმა მის დიაგნოზზე გულახდილად ისაუბრა

56 წლის "მეგობრების“ ვარსკვლავი 2000-2005 წლებში ბრედ პიტზე იყო დაქორწინებული, შემდეგ მსახიობ ჯასტინ თერუსოს დაუახლოვდა, თუმცა წყვილი ორ წელიწადში დაშორდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯენიფერს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ბავშვი არ ჰყავდა.

გასულ კვირას ვარსკვლავმა საჯაროდ ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელსაც წლების განმავლობაში გარშემომყოფებისგან განიცდიდა და განაცხადა, რომ “20 წელი ცდილობდა ოჯახის შექმნას“.

“მთელი ამ ბრძოლის შემდეგ მშვიდობა ვიპოვე, ის მაშინ დგება, როდესაც შენ აღარაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია და რაც ხდება შენს კონტროლს აღარ ექვემდებარება. ადამიანები მეუბნებოდნენ, ხომ შეგიძლია შვილის აყვანა, მე არ მინდა. მე ჩემი საკუთარი დნმ მსურს პატარა ადამიანში. ეს არის ერთადერთი გზა... ეგოისტურად ჩანს თუ არა, რაც არ უნდა იყოს, ასე მინდოდა,“ - განუცხადა მსახიობმა ტელეწამყვანს.

“ძალიან ემოციურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექიმი გეუბნება რომ “მორჩა, აღარაფერი შეიცვლება“, იმიტომ რომ ამ დროს მართლაც უცნაური მომენტი დგება. ადამიანებს ვინც მაკრიტიკებენ და ამბობენ რომ ბავშვი, ოჯახი არ მინდა, იმიტომ რომ ეგოისტი და კარიერისტი ვარ, წარმოდგენა არ აქვთ ჩემს ცხოვრებაზე, არ იციან რა გავიარე 20 წლის განმავლობაში ოჯახის შესაქმნელად, უბრალოდ არ ვარ ჩვეული ჩემს სამედიცინო პრობლემებზე საჯაროდ საუბარს, მეც ადამიანი ვარ, ყველანი ადამიანები ვართ და ძალიან მაწუხებს ეს ყველაფერი“ -განაცხადა ვარსკვლავმა.

ზაფხულის ბოლოს ჯენიფერ ენისტონის Instagram-ზე, გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის იყო მამაკაცის ზურგით გადაღებული კადრი, სადაც როგორც ვარაუდობენ ჰიპნოთერაპევტი ლაიფ ქოუჩ ჯიმ კერტისია გადაღებული, თავად ვარსკვლავმა რამდენიმე თვის წინ გაკვრით დაადასტურა კერტისთან ახალი ურთიერთობა.

წყარო