უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
უკრაინა რუსული შემოჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ მიისწრაფვის, ყველა შინაარსიან წინადადებას ვუჭერთ მხარს, რომლებსაც ნამდვილი მშვიდობის მოტანა შეუძლია. უკრაინა წლის დასაწყისიდან მხარს უჭერდა პრეზიდენტი ტრამპის წინადადებებს, რათა სისხლისღვრა დასრულებულიყო. ახლაც მზად ვართ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპასა და მსოფლიოში, რათა შედეგი მშვიდობა იყოს.
უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გეგმავს პრეზიდენტ ტრამპთან არსებული დიპლომატიური შესაძლებლობებისა და ძირითადი პუნქტების განხილვას, რომლებიც მშვიდობისთვისაა საჭირო“, - ნათქვამია განცხადებაში.