ავტორი:

"ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი

"ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს" - მიხეილ სააკაშვილი

"ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შვილის, ელის-მარიას შესახებ წერს.

"ალისა ეუბნება სოფოს - მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებშებმული მარხილით როგორ დაფრინავს?

ირმები ხომ არ დაფრინავენ.

- ნუ ეს საახალწლო ჯადოსნობაა - პასუხობს სოფო.

- კი, მაგრამ ამდენ ბავშვებს რომ ურიგებს საჩუქრებს, ფული საიდან აქვს?

სოფო - მუშაობს

ალისა - ხოდა, მინდა ვიცოდე ზუსტად სად მუშაობს და რა ხელფასს იღებს, ისეთს რომ ამდენის დარიგება შეუძლია?

ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს", - წერს სააკაშვილი.