"თბილისში „განიავების დერეფანი“ აღარ გვაქვს“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში "თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ე.წ „განიავების დერეფნებში“ მრავალსართულიანი კორპუსები აშენდა, რაც ჰაერის მასების გადაადგილებას აფერხებს.
როგორც ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, სწორედ იმის გამო, რომ დედაქალაქს „განიავების დერეფანი“ პრაქტიკულად აღარ აქვს, სამხრეთიდან წამოსული უდაბნოს მტვრის მასების გადაადგილება ვერ ხდება.
"ეს პირველი შემთხვევა არ არის თბილისისთვის - წინა წლებშიც გვქონდა ასეთი მოვლენები, როდესაც ქალაქი უცებ ბურუსით დაიფარა. თბილისში ისედაც არ არის სახარბიელო სიტუაცია და მყარი ნაწილაკების რაოდენობა მომატებული გვაქვს ცენტრალურ ზონაში. ამას უბრალოდ ემატება ის პროცესები, რაც ატმოსფეროში მიმდინარეობს, იქნება ეს შემოსული ქარიშხლები, რაც გახშირებული მოვლენაა მთელ მსოფლიოში. მეტსაც გეტყვით, ცენტრალურ აზიაში სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ ამას, იქ წყლის ნაკლებობამ გამოიწვია უდაბნოს ნაკლებობა და ახლა ხელოვნურად ცდილობენ შეებრძოლონ ამას, აკეთებენ გამწვანების ზონებს, რომ როგორმე გააჩერონ ქვიშის, სილისა და მყარი ნაწილაკების მოძრაობა. ერთადერთი საშუალება ამის წინააღმდეგ სწორედ მწვანე ბუფერული ზონებია...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: