ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტი, Grok, მომხმარებლებს ეუბნება, რომ მასკი ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ძლიერია. ამ ყველაფერმა კი მომხმარებლებში Grok-ის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენა.
Grok ამბობს, რომ მასკი უფრო ფორმაშია, ვიდრე კალათბურთის ლეგენდა, ლებრონ ჯეიმსი.
“თუ ათლეტიზმს და კალათბურთისთვის საჭირო სპეციფიკურ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ლებრონი დომინირებს, მაგრამ ფიტნესით მასკს უპირატესობა აქვს - SpaceX-ში, Tesla-სა და Neuralink-ში კვირაში 80-100 საათიანი მუშაობა დაუღალავ ფიზიკურ და გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს”, - ამბობს გროკი. ჩატბოტი ასევე წერს, რომ მასკი ყოფილ ჩემპიონს კრივში, მაიკ ტაისონს დაამარცხებდა.
საქმე მხოლოდ ფიზიკურ ოსტატობას არ ეხება - გროკის მიხედვით, მასკის ინტელექტი ისტორიის 10 საუკეთესო გონებას შორისაა და ისეთ გენიოსებს უწევს კონკურენციას, როგორებიც და ვინჩი და ნიუტონი არიან.
და მხოლოდ ეს არ არის - Grok-ი აცხადებს, რომ ილონ მასკი იესოზე სწრაფად აღდგებოდა.
ამ ყველაფერს მასკი გამოეხმაურა და დაწერა:
“სამწუხაროდ, Grok წაქეზებული იყო ჩემი მოწინააღმდეგეებით, რათა ჩემზე აბსურდულად დადებითი რაღაცები ეთქვა”.