“რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა მუშაობამ კიევი უნდა დაარწმუნოს, რომ შეთანხმება ახლავეა საჭირო“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა მუშაობამ ზელენსკი და მისი რეჟიმი უნდა დაარწმუნოს, რომ უმჯობესია მოლაპარაკება და ამის გაკეთება უმჯობესია ახლავე, ვიდრე მოგვიანებით. მისი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება მცირდება, რადგან ის რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად ტერიტორიებს კარგავს“, - აღნიშნა პესკოვმა.
„ოფიციალურად არაფერი მიგვიღია და ვხედავთ გარკვეულ ინოვაციებს, მაგრამ ოფიციალურად არაფერი მიგვიღია და ამ პუნქტების არსებითი განხილვა არ ყოფილა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მონაწილეობდა თუ არა რუსეთი ამ ინიციატივების შემუშავებაში.