ავტორი:

კევინ სპეისი აცხადებს, რომ უსახლკაროა და თავის გასატანად ღამის კლუბში მღერის - მსახიობის შოკისმომგვრელი ინტერვიუ

კევინ სპეისი აცხადებს, რომ უსახლკაროა და თავის გასატანად ღამის კლუბში მღერის - მსახიობის შოკისმომგვრელი ინტერვიუ

ცნობილი ამერიკელი მსახიობმა, კევინ სპეისმა ბრიტანულ გამოცემა Telegraph-თან მის ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად უსახლკარო, სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს და ღამეს სასტუმროებში ან ჰოსტელებში ათევს - იმის მიხედვით, სადაც სამუშაოს გამო ყველაზე მოსახერხებელი იქნება ცხოვრება.

  • ერთ დროს A-კატეგორიის მსახიობმა აღიარა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს, მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებები გავრცელდა. ლონდონის სასამართლოში გახმაურებული საქმის შემდეგ, ქონების დიდი ნაწილი დაკარგა. ამ ეტაპზე კი კვიპროსის ღამის კლუბში ჯაზს მღერის.

სპეისის თქმით, მას შემდეგ, რაც ბალტიმორში მდებარე მდიდრული საცხოვრებელი დაკარგა, ყველა ნივთი ახლა საწყობში ინახება და იმედი აქვს, მალე სტაბილურ მდგომარეობას დაუბრუნდება.

“ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იურიდიული ხარჯები “ასტრონომიული“ იყო, ძალიან ცოტა შემოსავალი მქონდა, გასავალი კი ძალიან დიდი", - განაცხადა მსახიობმა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კევინ სპეისი ლონდონის სასამართლომ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ საქმეზე გაამართლა. თუმცა, აღნიშნულმა მის კარიერაზე მაინც დამანგრევლად იმოქმედა.

წყარო