ავტორი:

"როიტერის" ცნობით, "სამშვიდობო შეთანხმებაზე” უკრაინის იძულებისთვის აშშ სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით იმუქრება - რას აცხადებენ ევროპელი ლიდერები?

"როიტერის" ცნობით, "სამშვიდობო შეთანხმებაზე” უკრაინის იძულებისთვის აშშ სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით იმუქრება - რას აცხადებენ ევროპელი ლიდერები?
  • ფოტო არქივიდან

"სამშვიდობო შეთანხმებაზე” უკრაინის იძულებისთვის აშშ სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აშშ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით დაიმუქრა, რათა აიძულოს ის, დაეთანხმოს აშშ-ის მედიაციით შექმნილი სამშვიდობო გეგმის ჩარჩოზე“, - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში ორ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს, აღნიშნეს, რომ კიევი ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ვიდრე ნებისმიერი წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, და აშშ-ის სურს, რომ უკრაინას შეთანხმების ჩარჩოს 27 ნოემბრამდე მოაწეროს ხელი.

"მათ სურთ, რომ ომი გააჩერონ და სურთ, რომ უკრაინამ გადაიხადოს ფასი“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.

  • ფრიდრიხ მერცი: "უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს"

. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

"უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან [საფრანგეთის პრეზიდენტი] და კირ სტარმერთან [დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი] ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის [უკრაინის პრეზიდენტი] ხელახლა დავუდასტურეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და აშშ-სთან, რომლის ერთგულებასაც უკრაინის სუვერენიტეტისადმი მივესალმებით. შეხების [ფრონტის] ხაზი ნებისმიერი საუბრების ამოსავალ წერტილად უნდა დარჩეს,” - წერს მერცი.

  • "სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, ის მსხვერპლს დამნაშავეზე მეტად არ უნდა სჯიდეს"

სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, ის მსხვერპლს დამნაშავეზე მეტად არ უნდა სჯიდეს, აუცილებელია უკრაინისა და ევროპის სრული ჩართულობა სამშვიდობო პროცესში,- ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.

"უკრაინაში რუსული აგრესიის დასასრულებლად ბოლო წინადადების დეტალები ჯერ ოფიციალურად არ იქნა წარდგენილი. ის მართალია, რომ პირველი ნაბიჯი სისხლისღვრის გაჩერება უნდა იყოს. ეს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტით შეიძლება იქნას მიღწეული, რისთვისაც რუსეთს აქამდე სურვილი არ უჩვენებია. სამშვიდობო გეგმა სამართლიანი რომ იყოს, ის მსხვერპლს დამნაშავეზე მეტად არ უნდა სჯიდეს, და თვალს არ უნდა ხუჭავდეს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე. ის მყარი რომ იყოს, ის უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ღირსეული მომავლის პერსპექტივის გარანტიას უნდა იძლეოდეს. უკრაინელებსაც და ევროპელებსაც აქვთ საკუთარი გამოცდილება რუსეთთან და ნამდვილად სანდო გარანტიებს საჭიროებენ, რომ რუსული აგრესია არ განმეორდება. შესაბამისად, აუცილებელია უკრაინისა და ევროპის სრული ჩართულობა სამშვიდობო პროცესში“, - წერს პაველი.

  • "არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე"

არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

"პოლონეთთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება პოლონელების მიერ იქნება მიღებული. არაფერი ჩვენზე ჩვენს გარეშე. როდესაც საქმე მშვიდობას ეხება, ყველა მოლაპარაკებაში უკრაინა უნდა იყოს. არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე" - წერს ტუსკი.

  • რას აცხადებს ზელენსკი?

ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან შემადგენელი 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, უმძიმესი, და შემდგომი რისკები.

თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე ცხოვრება, და რომ გვჯეროდეს იმისა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ჩვენგან პასუხს დაელოდებიან,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს.

"ხმამაღალ განცხადებებს არ ვაკეთებთ. მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. იქნება გადაწყვეტილებების კონსტრუქციული ძიება ჩვენს მთავარ პარტნიორთან. არგუმენტებს მოვიყვან, დარწმუნებას ვეცდები, ალტერნატივებს შევთავაზებ, მაგრამ ნამდვილად არ მივცემთ მტერს იმის თქმის საბაბს, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის შლის პროცესს და უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა"

"მახსოვს, ომის პირველ დღეს სხვადასხვა "მოსიარულეები” როგორ მაწვდიდნენ სხვადასხვა გეგმებს, პუნქტებს, ულტიმატუმებს ომის დასასრულებლად. ამბობდნენ: "ან ასე, ან არანაირად“. ან ხელს მოაწერთ ამას, ან უბრალოდ თქვენი ლიკვიდაცია მოხდება და თქვენს მაგივრად ამას “უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი” მოაწერს ხელს. ეს ყველაფერი რით დასრულდა - ცნობილია. ბევრი ეს "მოსიარულე” გაცვლითი ფონდის ნაწილი გახდნენ და თავისი წინადადებებითა და პუნქტებით "სახლში, მშობლიურ ნავსადგურში” გაემგზავრნენ,” - განაცხადა ზელენსკიმ.