ოთხშაბათს, ვაშინგტონში, აშშ - სა და საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა რომ უახლოეს 10-20 წელიწადში მუშაობა აუცილებელი აღარ იქნება, ის ადამიანის სურვილზე იქნება დამოკიდებული. მან მომავალში სამსახურში სიარულის პროცესი "ბაღის მოვლას" შეადარა.
“ჩემი პროგნოზით, ეს საქმიანობა სრულიად ადამიანის სურვილით იქნება განსაზღვრული, როგორც სპორტი , ვიდეოთამაში ან რაიმე სხვა ჰობი, ეს იგივე იქნება, როგორც მაგალითად მაღაზიაში წასვლა და ბოსტნეულის ყიდვა, ყველამ ვიცით, რომ საკუთარ ეზოში ბოსტნეულის მოყვანა ბევრად რთულია, ვიდრე მისი უბრალოდ ყიდვა, მაგრამ ადამიანების ნაწილი მაინც აკეთებს ამას“, - განაცხადა მასკმა.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს რომ რობოტ Optimus - ის საშუალებით “სიღარიბის აღმოფხვა“ შეუძლია და ამას გააკეთებს, განსაკუთებით მას შემდეგ რაც “Tesla”- ს აქციონერებმა ტრილიონი დოლარის ღირებულების საკომპენსაციო პაკეტი დაუმტკიცეს.


მილიარდერის ჩანაფიქრით, მომავალში “სურვილისამებრ მუშაობის“ პრინციპის მიღწევა სამუშაო პროცესში მილიონობით რობოტის ჩართვით არის შესაძლებელი, რაც ამავდროულად წარმოების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ფსონს “Tesla Bot“ - ებზე დებს, რომლის წარმოებამ მისი განცხადებით, კომპანიის მთლიანი წარმოების მინიმუმ 80% უნდა შეადგინოს.

როგორც ჩანს, მასკმა იდეა შოტლანდიელი ფანტასტი იენ ბანკსის “კულტურის“- სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანების სერიიდან აიღო. სწორედ აღნიშნულ ნაწარმოებებში არის აღწერილი საზოგადოება რომელიც სუპერინტელექტუალური AI-ს იყენებს, ტრადიციული “სამუშაოს“ ცნება კი გამქრალია...
"საინტერესოა, რომ ამ წიგნებში ფული არ არსებობს. ჩემი ვარაუდით, თუ საკმარისად შორს გაიხედავთ და თუ AI და რობოტექნიკა მუდმივად გაუმჯობესდება, ალბათ ფულიც დაკარგავს მნიშვნელობას", - თქვა მასკმა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ადამიანისთვის ილონ მასკის მიერ დახატული მომავლის სურათი სულაც არ არის ასე მზიანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იზრდება შიშები იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სისტემები, გაცილებით უფრო ადრე და უფრო ხშირად ჩაანაცვლებენ იმ პროფესიებს, რომლებიც დიდი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით არ გამოირჩევიან, ყოველივე ამან კი მომავალი თაობისათვის შეიძლება სამუშაო ბაზრის პრობლემები შექმნას და შემოსავლების სტაგნაციის ერთ-ერთი მიზეზიც გახდეს, რაც უფრო კოშმარს ჰგავს, ვიდრე ბედნიერ უტოპიურ მომავალს?