21 ნოემბერს, Dubai Airshow 2025- ზე გამართული ჩვენების დროს, რომელსაც 148 000-ზე მეტი მაყურებელი და 1500 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, საშინელი ტრაგედია დატრიალდა - საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ჰაერში მორიგი ილეთის შესრულებას ცდილობდა, უეცრად მიწას დაენარცხა და აფეთქდა.




გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ვარდება დიდი სისწრაფით საბრძოლო ავია მანქანა, ხოლო ავიაკატასტროფის ადგილიდან მყისიერად უზარმაზარი ცეცხლის ალი და შავი კვამლი ამოდის.

კონკურსში ინდური მულტიფუნქციური HAL Tejas მოდელის საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა, ვერტიკალური მარყუჟის ილეთის შესრულების დროს, როგორც ჩანს, პილოტმა მართვა დაკარგა და აპარატი მიწას დაენარცხა, რასა აფეთქება მოჰყვა.
ინდოეთის საჰაერო ძალებმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მწუხარება გამოთქვეს პილოტის დაღუპვასთან დაკავშირებით და სრულ მხარდაჭერა გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს.
ტრაგიკული ინციდენტის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.