პარლამენტთან შეკრებილები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ტრადიციულად არ ამბობენ, თუ რა მიმართულებით აპირებენ მსვლელობას.
თუმცა, როგორც მსვლელობის დაწყებამდე განაცხადეს, დღევანდელ მსვლელობას არ ექნება გრძელი მარშრუტი.
პოლიციამ შუახნის მამაკაცი მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
აღნიშნულს წინ უძღოდა აქციის მონაწილეების მოთხოვნა, მისცემოდათ საშუალება ქვეითთა გადასასვლელზე გადასულიყვნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა.
მოქალაქეები მსვლელობას ამ წუთებშიც განაგრძობენ.
მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება დიდი რაოდენობით პოლიცია.
მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო, დღეს აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ მიაყენონ შეურაცხყოფა პოლიციას იმისათვის, რომ პროტესტი გაგრძელდეს „მინიმალური დანაკარგებით“.