ავტორი:

ფლორიდის ქალაქ ჯექსონვილში 3 დღის განმავლობაში 3 მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს - მოსახლეობა სერიულ მკვლელზე ალაპარაკდა: რას აცხადებენ შერიფის ოფისში?

ფლორიდის ქალაქ ჯექსონვილში 3 დღის განმავლობაში 3 მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს - მოსახლეობა სერიულ მკვლელზე ალაპარაკდა: რას აცხადებენ შერიფის ოფისში?

აშშ-ის შტატ ფლორიდის ქალაქ ჯექსონვილში 3 დღის განმავლობაში 3 მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს, რის მერეც გაჩნდა მოსაზრება, რომ ქალაქში სერიული მკვლელი მოქმედებს, რასაც ფლორიდის ხელისუფლებამ ჭორები და მიზანმიმართული სპეკულაცია უწოდა.

როგორც ჯექსონვილის შერიფის ოფისში აცხადებენ, საქმეები ერთმანეთს არ უკავშირდება და გამოძიების პროცესი პარალელურად მიმდინარეობს.

“შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჯექსონვილში სერიულ მკვლელზე გავრცელებული ხმები მცდარია და მტკიცებულებები არასწორი, თითოეულ საქმის გამოძიება ინდივიდუალურად, ფაქტებისა და მტკიცებულებების შესაბამისად მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ამ შემთხვევებთან დაკავშირებით რაიმე სახის საფრთხე არ არსებობს“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

განსხვავებული მოსაზრება გააჩნია კერძო დეტექტივს, რომელმაც ხელისუფლებას ამ წლის განმავლობაში მომხდარი 16 მკვლელობა შეახსენა, რომელიც, მისი თქმითმ შეიძლება სწორედ სერიული მკვლელის ნამოქმედარი იყოს.

სამართალდამცავების განცხადებას სკეპტიკურად უყურებს მოსახლეობაც, სოციალურ ქსელებში პარალელებს კრიმინალურ ტრილერებთან და წარსული მომხდარ სერიული მკვლელების საქმეებთან ავლებენ.

ს.

შიშები განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მკვლელობების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი.

შაბათს, 24 წლის შერიშ ნანლი, ორი შვილის დედა, ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი მოკლეს, მომდევნო დღეს ლანდინგის ბულვარდის ხიდის ქვეშ მეთევზემ ტიფანი ფელტონის ცხედარი აღმოაჩინა. ორშაბათს, ქალაქის ფინიქსის უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში პოლიცია გამოიძახეს, სადაც კიდევ ერთი ქალი იპოვეს უგონო მდგომარეობაში, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცავების განცხადებით გარდაცვალების გარემოებები ამ დრომდე დადგენილი არ არის.

წყარო