"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი დაქორწინდა. მისი რჩეული ანი ბებოშვილია. როგორც ირკვევა, ანი პარლამენტის თანამშრომელია, მას კავკასიის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
38 წლის მაჭავარიანი საქართველოს მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია.


ლევან მაჭავარიანმა 2007 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი (სპეციალობა ფინანსები), ხოლო 2010 წელს გაიარა თავისუფალი უნივერსიტეტის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სამაგისტრო პროგრამა (პროექტების მენეჯმენტი).[4] 2005 - 2009 წლებში იყო შპს „ბაგები სითი ჯგუფის“ პროექტების მენეჯერი. 2010 - 2011 წლებში - „თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო მენეჯერი. 2011 - 2012 წლებში იყო ანალიტიკისა და ბიუჯეტირების დეპარტამენტის უფროსი „დიპლომატ ჯორჯიაში“.
2014 - 2015 წლებში იყო ჰიპერმარკეტი „კარფურის“ ფინანსური მენეჯერი. 2015 წელს მუშაობდა ჰიპერმარკეტი „გუდვილის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ[5] 2015 - 2020 წლებში იყო „დომსონს ენჯინეარინგის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, 2015 - 2021 წლებში კი შპს „სეტანტა ჯორჯიას“ დამფუძნებელი. 2012 - 2017 წლებში იყო „ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის წევრი. 2017 - 2021 წლებში იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი. 2021 - დღემდე არის "ქართული ოცნების" რეგიონალური მდივნის მოადგილე/თბილისის ხელმძღვანელი.

რა ქონებას ფლობს დეპუტატი:
2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს ეკუთვნის ბინა და ორი ავტოფარეხი თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე, რომელთა ჯამური ღირებულება მისი ყიდვის მომენტში 150 ათასი დოლარი იყო, თუმცა 2025 წლის დეკლარაციაში უძრავი ქონება მითითებული აღარ არის.
ახალი დეკლარაციით, მასვე ეკუთვნის ორი ძვირადღირებული საათი: Rolex-ი და Hublot-ი, რომელთა ჯამური ღირებულება 22 ათასი დოლარია.
დეკლარაციის შევსების დროს, მის საბანკო ანგარიშებზე დანაზოგის სახით, 148000 ლარია.
მაჭავარიანი არის "სეტანტა ჯორჯიას" 100%-იანი წილის მფლობელი. რაც შეეხება ანაზღაურებას, საქართველოს პარლამენტიდან ხელფასის სახით მიღებული აქვს 30 970 ლარი, ხოლო "მედია ჰაბი სეილსჰაუსისგან", სადაც ფინანსურ მრჩევლად იყო - 42 604 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, 22000 საქველმოქმედო საქმიანობაში აქვს დახარჯული, ხოლო 22300 საყოფაცხოვრებო ხარჯებად არის მიღიღებული.