ავტორი:

მდიდრული წვეულება მეუღლის გარეშე? - გავლენიანი სტუმრები, ტუჩსაცხები სუფრაზე და ვარდისფერი ტორტი: როგორ აღნიშნა ჰეილი ბიბერმა წვეულება (ფოტოები)

მდიდრული წვეულება მეუღლის გარეშე? - გავლენიანი სტუმრები, ტუჩსაცხები სუფრაზე და ვარდისფერი ტორტი: როგორ აღნიშნა ჰეილი ბიბერმა წვეულება (ფოტოები)

ჰეილი ბიბერი 29 წლის გახდა. ჯასტინ ბიბერის მეუღლემ დაბადების დღე მდიდრულ გარემოში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.

ბიბერს შავი ტყავის პერანგი ეცვა, რომელსაც შავი შარვალი შეუხამა, ლუქი კი ბრილიანტის საყურეებით დაასრულა. მოდელს ულამაზესი ვარდისფერი, ხუთსართულიანი დაბადების დღის ტორტი მიართვეს, რომელიც ბაფთებით იყო მორთული.

Rhode Skin-ის პროდუქცია გრილ ადგილას, ყინულის ვიტრინაზე ინახებოდა.

„@Rhode-ის ტუჩსაცხები, რა თქმა უნდა, ყინულზე“, - დაწერა ჰეილიმ კანის მოვლის საშუალებების კალათის ფოტოს ქვემოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას უამრავი გავლენიანი პირი დაესწრო, გაურკვეველია, იმყოფებოდა თუ არა იქ მისი მეუღლე, ჯასტინ ბიბერი.

ჯასტინი და ჰეილი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდნენ - ისინი ერთმანეთს ჰეილის მამამ, სტივენ ბოლდუინმა ჯასტინის დოკუმენტური ფილმის, Never Say Never-ის პრემიერაზე გააცნო. წყვილმა ოფიციალურად 2018 წელს იქორწინა. 2024 წლის მაისში სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბავშვს ელოდნენ. მათი ვაჟი, ჯეკ ბლუზ ბიბერი, 2024 წლის 22 აგვისტოს დაიბადა.

წყარო