ავტორი:

აქციაზე დააკავეს ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

აქციაზე დააკავეს ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

"ტვ პირველის" ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

"გიორგისთან კავშირი რედაქციამ 22:30 საათზე დაკარგა. რამდენიმე წუთით ადრე, მან რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გადმოუგზავნა.

ადვოკატი გიორგი მამნიაშვილს დიღმის იზოლატორში მოინახულებს", - ნათქვამია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.