ავტორი:

"ილია, სად ხარ? ამოდი ოქტაგონზე და..." - რა მოხდა ოქტაგონზე არმან ცარუკიანის გამარჯვების შემდეგ

"ილია, სად ხარ? ამოდი ოქტაგონზე და..." - რა მოხდა ოქტაგონზე არმან ცარუკიანის გამარჯვების შემდეგ

კატარში, UFC Fight Night 265-ზე, მსუბუქ წონით კატეგორიაში, არმან ცარუკიანმა დენ ჰუკერი მეორე რაუნდში დაამარცხა.

  • აღსანიშნავია, რომ ცარუკიანი ოქტაგონზე 1.5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად წარსდგა.

გამარჯვების შემდეგ არმანმა ილია თოფურიას მიმართა: "მე მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ. სატიტულო ბრძოლას ვიმსახურებ. ილია, სად ხარ? ამოდი ოქტაგონზე და პირისპირ დამიდექი".

არმან ცარუკიანის ანგარიშზე MMA-ში 22 გამარჯვება და 3 მარცხია.

ამავე ღონისძიებაზე ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ნახეთ ვიდეო: sportall.ge