საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.
ასევე, აღნიშნავენ, რომ ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.