ვიეტნამში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, მათ გარდა 12-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. განცხადება რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმისა და მეწყრის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრომ გააკეთა.

ბოლო კვირის განმავლობაში ცენტრალური ვიეტნამის ზოგიერთ ნაწილში წყლის დონემ 2 მეტრს გადააჭარბა. ეს რეგიონი ყავის წარმოების მნიშვნელოვანი ზონაა და პოპულარული პლაჟებიც აქვს, თუმცა, ამავდროულად, შტორმებისა და წყალდიდობებისკენაცაა მიდრეკილი.

სახელმწიფო მედიის ცნობით, გასულ კვირას, ცენტრალურ გია ლაისა და დაკ ლაკის პროვინციებში მაშველებმა ნავების გამოყენებით ფანჯრები და სახურავები ჩაამტვრიეს, რათა დატბორვის გამო სახლებში ჩარჩენილ მოსახლეობას დახმარებოდნენ. არმია, პოლიცია და სხვა უსაფრთხოების ძალები კი ადამიანების უსაფრთხო ადგილებში ევაკუაციისთვის იყვნენ მობილიზებული.

ვიეტნამის კატასტროფების სააგენტომ კი განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად 235 000-ზე მეტი სახლი დაიტბორა და 80 000 ჰექტრამდე მოსავალი განადგურდა. მთავრობის შეფასებით, წყალდიდობამ ეკონომიკას 8.93 ტრილიონი დონგის ($341 მილიონი) ოდენობის ზიანი მიაყენა.



წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა