ავტორი:

საპროტესტო მსვლელობა მეტროს საშუალებით - აქციის მონაწილეები ავლაბრიდან მარჯანიშვილის მოედანზე მივიდნენ

საპროტესტო მსვლელობა მეტროს საშუალებით - აქციის მონაწილეები ავლაბრიდან მარჯანიშვილის მოედანზე მივიდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მეტროსადგურ „ავლაბრიდან” მეტროსადგურ „მარჯანიშვილისკენ” მეტროს საშუალებით გადაინაცვლეს.

ისინი მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან” იმყოფებიან, მიმდებარე ტერიტორია კი პოლიციამ დაიკავა. ისინი ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, როდესაც მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ. საპოლიციო ძალები იმგვარად განლაგდნენ, რომ მსვლელობის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა ვერ შეძლონ.

ისმის შეძახილები „ცეცხლი ოლიგარქიას”, „ბოლომდე”.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ქუჩებზე გამართავენ მსვლელობას.

აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი