ბიონსე ფორმულა 1-ის გრანპრიზე განსაკუთრებულ ფორმაში გამოწყობილი მივიდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში მომღერალი მრბოლელის ფორმაშია და ქმართან, ჯეი-ზისთან ერთად ხელჩაკიდებული ჩანს. ბიონსეს მრბოლელის ტყავის კომბინიზონი შავი და წითელი დეტალებით იყო გაფორმებული და მკერდთან კრისტალის Louis Vuitton-ის ლოგო ჰქონდა.

ბიონსეს კომბინიზონის ელვა შესაკრავი მკერდთან ჩახსნილი ჰქონდა და მის თამამ ლუქს სტილეტო ჩექმებით, ავიატორის სათვალითა და ხელთათმანებით კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ვარსკვლავი შავი და თეთრი ჩაფხუტებითაც პოზირებდა სარბოლო მანქანაში. კომენტარებში ბიონსეს თაყვანისმცემლები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ღონისძიებაზე მისი ხილვით და მომღერლის თამამ ლუქს უამრავი კომპლიმენტით ამკობდნენ.

წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა