სოციალურ ქსელში ნიკოლას მადუროს სახალისო ვიდეო ვრცელდება. სტუდენტური დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვენესუელის პრეზიდენტი სცენაზე ავიდა და თავისივე სიმღერის ფონზე იცეკვა.
ამ ყველაფრის ფონზე კი, აშშ რეგიონში ზეწოლას აძლიერებს. ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა. კარიბის ზღვის სიახლოვეს აშშ-მა თავი მოუყარა სხვა სამხედრო ხომალდებსაც.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ის სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში, რამდენიმე ხომალდი გაანადგურა, რომლებიც, ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, ნარკოტრეფიკინგში იყვნენ ჩართულნი.