ჰავაის კუნძულებზე მდებარე კილაუეას ვულკანიდან ლავის ნაკადი ამოიფრქვა - ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახური (USGS) ავრცელებს.
კილაუეა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად იფრქვევა. გასული წლის დეკემბრიდან ეს 37-ე შემთხვევაა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, კილაუეას ბოლო ამოფრქვევა 9 ნოემბერს დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა, ლავის შადრევნების სიმაღლემ დაახლოებით 370 მეტრს მიაღწია. ნაკადებმა ჰალემაუმას კრატერის ფსკერის 80% დაფარა. ვულკანის გაფრთხილების ნიშანი — ანუ ნარინჯისფერი კოდი — ძალაში რჩება.


აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, კილაუეას ამოფრქვევებით გამოწვეულ საფრთხეებს შორისაა ვულკანური აირის, ფერფლის, პემზის, ნადების და რეტიკულიტის მაღალი დონე. გავრცელებული ინფორმაციით, ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკის დასავლეთით, მე-11 გზატკეცილზე, სხვადასხვა ვულკანური ფრაგმენტი ჩამოვარდა.
ილაუეა ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სიმაღლე 1247 მეტრია. იგი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება. ინტენსიური აქტივობის ფაზაში 2011 წლის 6 მარტს შევიდა.
კილაუეა უკანასკნელად 1952, 1954 და 1955 წლებში ამოიფრქვა.
