წალკა თბილისის გზაზე, სოფელ ახალსოფელთან ხანძარია.
ვიდეოს სოციალურ ქსელში თიკო კვალიაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, შეინიშნება ხანძრის ორი კერა.
“ხანძარია წალკა-თბილისის გზისკენ, სოფელ ახალსოფელთან. ორ ლოკაციაზე უკიდია ცეცხლი, საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა მოდებული, “ - აცხადებს თვითმხილველი.
როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს უკვე გადასცა.