ავტორი:

ავტოფარეხში აღმოჩენილი, მტვრით დაფარული ტილო 800 000 დოლარად გაიყიდა - რომელ ეპოქას ეკუთვნის და ვინ აღმოჩნდა მისი ავტორი?

ავტოფარეხში აღმოჩენილი, მტვრით დაფარული ტილო 800 000 დოლარად გაიყიდა - რომელ ეპოქას ეკუთვნის და ვინ აღმოჩნდა მისი ავტორი?

იტალიაში, ავტოფარეხში აღმოჩენილი, მტვრით დაფარული ნახატი რენესანსის ეპოქის ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელიც აუქციონზე ნახევარ მილიონ ფუნტზე მეტად გაიყიდა.

მიიჩნევა, რომ შემოქმედება, რომელიც მარიამს და ყრმას ასახავს, XV საუკუნის მხატვარს, პიეტრო ვანუჩის ეკუთვნის. ვანუჩი, რომელსაც ასევე “ილ პერუჯინოს“ სახელითაც იცნობდნენ, იტალიური რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ მხატვრად მიიჩნეოდა და ბევრი მას ლეონარდო და ვინჩის დონის შემოქმედადაც მიიჩნევდა.

პიეტრო ვანუჩი ვატიკანის სექსტინის სამლოცველოს კედლების მოსახატად იყო დაქირავებული, ათწლეულებით ადრე, ვიდრე მიქელანჯელო თავის ცნობილ ჭერის ფრესკას შექმნიდა.

ხელოვანი, რომელიც 1523 წელს გარდაიცვალა, შემდგომში მისმა მოწაფემ, რაფაელმა დაჩრდილა.

გამყიდველმა, სურათი ოქსფორდშირში წლების წინ შეიძინა, ისე რომ მისი წარმოშობისა და პოტენციური ღირებულებაზე წარმოდგენა არ ჰქონია.

ნამუშევრის აუქციონზე გამოტანამ მსოფლიოში ინტერესის დიდი ტალღა გამოიწვია და 15-წუთიანი ინტერნეტ-აუქციონის შემდეგ, ის კერძო კოლექციონერმა 685 000 ფუნტად (896 755 აშშ დოლარი) შეიძინა.

წყარო