2025 წლის 10 თვეში კომერციული ბანკები და მიკრობანკები 2.690 მლრდ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ ერთ თვეში {სექტემბერში} 282 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 101 მლნ ლარით. სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების მოგებამ 2.589 მლრდ ლარი შეადგინა. (საგულისხმოა ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგების მაჩვენებელი მხოლოდ კომერციული ბანკების მონაცემებს შეიცავს და სტატისტიკაში არ შედის 2 მიკრობანკი).
ამასთან, ბანკებს შორის ყველაზე მეტი მოგება კვლავ “საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი ეს 10 თვე “ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა.
10 თვეში მიღებული სარგებლის მიხედვით ბანკების რეიტინგი ნახეთ: "ბინზესპრესნიუსზე".