ავტორი:

სისხლიანი გარჩევა გორში - დააკავეს პირი, რომელმაც 30 წლამდე მამაკაცი მუცლის არეში დანით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

სისხლიანი გარჩევა გორში - დააკავეს პირი, რომელმაც 30 წლამდე მამაკაცი მუცლის არეში დანით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა - 1997 წელს დაბადებულ ო.კ-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ჯ მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.