ავტორი:

ღალატი და აქტივების გაყოფა? - ესპანური მედია აქტიურად განიხილავს ილიასა და ჯორჯინას დაშორების მიზეზებს

ღალატი და აქტივების გაყოფა? - ესპანური მედია აქტიურად განიხილავს ილიასა და ჯორჯინას დაშორების მიზეზებს

ბოლო თვეებია, UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას პირადი ცხოვრება მის სპორტულ მიღწევებთან ერთად ესპანელი თუ ქართველის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ილიასა და ჯორჯინას წყვილი, რომელიც რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთად და თანაცხოვრების დეტალებს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ, მოულოდნელად დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური კომენტარი არცერთს გაუკეთებია, მათი სოციალური აქტივობა, წაშლილი ფოტოები და გამოწერების გაუქმება დაშორების უტყუარ ნიშნად იქცა.

  • მებრძოლის აღიარება: "მენატრები ყოველდღე"

საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ სრულ დუმილს ინარჩუნებს ილია თოფურია. ჩემპიონი არ პასუხობს ჭორებს და მთელ ყურადღებას კარიერაზე ამახვილებს. ის ახლა ტიტულის დაცვისთვის ემზადება. თუმცა, ერთ-ერთი ბოლო პოსტით მან საზოგადოებას თავისი ყველაზე დიდი ემოციური ტკივილი გაუზიარა.

ილიამ Instagram-ის "სთორიზე“ ქალიშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "I miss you everyday my little girl" ("ყოველდღე მენატრები, ჩემო პატარა გოგონა"). ეს აღიარება, საზოგადოებამ მისი პირადი ბრძოლის ნაწილად აღიქვა - "ჩემპიონი, რომელიც გაუძლებს ნებისმიერ დარტყმას ოქტაგონზე, უძლურია შვილთან განშორების წინაშე", - წერს ესპანური მედია. ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი მომენტთაგანი, როცა "ელ მატადორმა“ საზოგადოებას საშუალება მისცა, დაენახა არა მხოლოდ მებრძოლი, არამედ მამა, რომელსაც რთულ პირად პრობლემებთან უწევს გამკლავება..

  • ჯორჯინას "მარგალიტი" და მინიშნებები: "არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს"

ილიასგან განსხვავებით, ვენესუელელი ბიზნესვუმენი, ჯორჯინა უზკატეგუი, სოციალურ ქსელში უფრო აქტიურია და მინიშნებებით სავსე მესიჯებს აზიარებს. მისი ბოლო პოსტი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, ესპანელი მომღერლის, როსალიას სიმღერა 'La Perla'-ს ფრაგმენტი იყო, რომელსაც წააწერა:

"მე არ დავხრი თავს, რადგან ვიცი ჩემი ფასი და აბსოლუტურად, დარწმუნებული ვარ საკუთარ სიმართლეში. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს".

ჯორჯინამ სიმღერიდან სწორედ ის ნაწილი შეარჩია, რომელშიც მომღერალი ყოფილ პარტნიორზე მღერის: "არ მენანები, რადგან ვინც შენთან რჩება, ის ემოციურად იცლება... შენ კი დანაშაულს არასდროს აღიარებ და იტყვი, რომ ეს შენი ორეული იყო".

ამ მესიჯებით, ჯორჯინა საზოგადოებას აძლევს მინიშნებას, რომ მისი სინდისი სუფთაა და თუ რამე საიდუმლო არსებობს, ის შეიძლება ილიას უკავშირდებოდეს.

  • სავარაუდო მიზეზები: ღალატი და აქტივების გაყოფა

დაშორების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა რამდენიმე დაუდასტურებელი ვერსია:

ღალატი - ეს არის ყველაზე გავრცელებული და სავარაუდო მიზეზი, რომელსაც მედია აქტიურად განიხილავს. ეს ვერსია განსაკუთრებით გაამყარა ჯორჯინას ერთ-ერთმა პოსტმა, რომელშიც ნათქვამია: "დაქორწინდი კაცზე, რომელიც პრობლემების დროს ღმერთს მიმართავს და არა სხვა ქალებს". ამან საზოგადოებას თითქოს დაუდასტურა ვარაუდი, რომ ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ილიას მხრიდან სავარაუდო ღალატი იყო.

ქონებისა და შვილის მეურვეობა: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯინა სასამართლოს გზით ითხოვს ილიას ქონების 50%-ს გაყოფას და ასევე ემზადება ორი შვილის ერთობლივი მეურვეობისთვის ბრძოლისთვის.

  • ილია და ჯორჯინა - წყვილის თანაცხოვრების ქრონიკა

ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და თვალსაჩინო წყვილად მიიჩნეოდნენ ესპანურ მედიაში. ისინი დაახლოებით რვა წელი იყვნენ ერთად. ჯორჯინა, წარმატებული ბიზნესმენი ვენესუელიდან, ილიას გვერდით იდგა მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებზე და მხარს უჭერდა UFC-ის ყველა ღონისძიებაზე. წყვილი აქტიურად აზიარებდა ოჯახურ ფოტოებს, მათ შორის, ბავშვებთან ერთად გადაღებულ კადრებს. მათი დაშორება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავიდან სოციალურ ქსელებში გამოწერების გაუქმება აპლიკაციის შეცდომადაც კი ჩათვალეს, თუმცა მალევე ორივემ წაშალა საერთო ფოტოები, რამაც დაშორება ოფიციალურად დაადასტურა

.სტატიის მომზადებისას გამოყენებული შემედგი წყაროები: elperiodico.com; essentiallysports elnacional

წაიკითხეთ ასევე: