საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდირება უკვე მოახერხეს. ასევე, მათივე ინფორმაციით, ბაღდათში სოფელ ხანის მიმდებარედ, ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მათი ცნობით, საფრთხე, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე გავრცელდეს არ არსებობს.
რაც შეეხება, ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე გაჩენილ ხანძარს, გუშინვე ცეცხლის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა, ასევე სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც ჩაერთო.