ავტორი:

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა - რა ხდება ცნობილი?

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა - რა ხდება ცნობილი?

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფონდში აცხადებენ, რომ ახალი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაიხედება სატენდერო პირობები.

“თბილისის ახალი სტადიონის ტენდერთან დაკავშირებით კომისიამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადახედვის საჭიროება დაადგინა თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.

კომისიის შეფასებით, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს.

იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გააგრძელეთ კითხვა