ეთიოპიაში, 10 000 წლის შემდეგ პირველი ვულკანური ამოფრქვევა დაფიქსირდა. როგორც მედია წერს, ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ კვამლი და ფერფლის სქელი ღრუბლები სხვა კონტინენტზეც გავრცელდა.
ამის გამო საჰაერო მიმოსვლა დროებით შეფერხდა.
დიდი ხნის მიძინებული ჰაილი გუბის ვულკანი ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიაში, აფარის რეგიონში მდებარეობს. მან კვირას გაიღვიძა, ფერფლმა კი ახლომდებარე სოფლები ისეთი მტვრით დაფარა, ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა ფერმერებს.
“მიუხედავად იმისა, რომ დაშავებულები არ არიან, ამოფრქვევა საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს", - განუცხადა ვულკანის მახლობლად მცხოვრებმა მოჰამედ სეიდმა Associated Press-ს.
"ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მოულოდნელად ბომბი აფეთქდა, რამაც კვამლისა და ფერფლის სქელი ღრუბელი გამოიწვია“, - განაცხადა მან.
ტულუზაში მდებარე ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრის ცნობით, ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ვულკანური ღრუბლები იემენზე, ომანზე, ასევე პაკისტანსა და ინდოეთში გავრცელდა.
პაკისტანის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა ორშაბათს საღამოს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფერფლის შემოსვლის შემდეგ გაფრთხილება გაავრცელა.
ინდოეთში ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air India-მ რამდენიმე შიდა და საერთაშორისო რეისიც გააუქმა.
IMD-ის ცნობით, ფერფლის ტალღები სწრაფად გადაადგილდება აღმოსავლეთისკენ.
იხილეთ ასევე: