ავტორი:

რუსეთის თავდასხმის შედეგად, კიევში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა - დაშავებულია 13 ადამიანი

რუსეთის თავდასხმის შედეგად, კიევში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა - დაშავებულია 13 ადამიანი

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში 22-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. განადგურდა 4-8 სართულები. ამ დროისთვის, ხანძარი ჩამქრალია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

დნეპროვსკის რაიონში 9-სართულიანი შენობა დაზიანდა. დარტყმის შედეგად შენობის მე-5-8 სართულებზე გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია. გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.

იხილეთ ასევე: