იუზა გეწაძე ქუთაისიდან - ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ჯეკპოტი 2,066,049 ლარი მოიგო და დღეს უკვე მილიონერია. ბატონი იუზა ლოტოს წლებია თამაშობს. მისთვის ლატარიის თამაში უკვე ტრადიციაა. სწორედ ამ ტრადიციამ მოუტანა იღბალი და დიდი მოგება, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ ახლობლების კეთილდღეობასა და ქველმოქმედებას მოახმარს.
„ლატარიას უკვე წლებია ვთამაშობ. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. იღბლიანი ბილეთი ერთი კვირით ადრე შევიძინე და შევავსე. პარასკევი დღე იყო, როდესაც ჯეკპოტი გათამაშდა. წარმოუდგენელი ემოციები გვქონდა მთელ ოჯახს. მინდა ყველას ჩემი წყალი გადასხმოდეს. უფრო და უფრო მეტ მოგებას ვუსურვებ ყველას, ვინც თამაშობს და სჯერა მოგების. ლატარია ტრადიციად უნდა ვაქციოთ და იღბალიც აუცილებლად მოვა,“ - ამბობს იუზა გეწაძე.
მისი მეუღლე აღნიშნავს, რომ მოგების პირველ დღეებში ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ სიხარულს ფაქტობრივად ვერც გრძნობდა.
„ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამხელა ამბავი ჩვენს თავს ხდებოდა,“ - აღნიშნავს ის.
„მამა ყოველთვის თამაშობდა ლატარიას და სულ ვეუბნებოდი, რომ იქნებ ერთ დღეს შენ იყო ის იღბლიანი და გახდე მილიონერი-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. ეს ნამდვილი სასწაული იყო, ენით აღუწერელი სიხარული. მინდა გითხრათ, რომ ლოტოს თამაში ჩვენი ოჯახის ტრადიცია იყო და ერთ დღესაც იღბალი გვეწვია. ეს სიხარული ბოლომდე გააზრებული ჯერ კიდევ არ მაქვს. ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა,“ - გვიყვება იუზა გეწაძის ქალიშვილი.
ლოტო 6/42-ის თამაშის წესები მარტივია. უნდა აირჩიოთ 6-რიცხვიანი კომბინაცია. ლოტოს პრინციპით გამოვლენილი რიცხვების დამთხვევის შემთხვევაში თქვენ ფულად ჯილდოს მიიღებთ.
R