ავტორი:

ბიზნესსაქმიანობა, შემოსავლის გარეშე, ფულადი საჩუქარი მშობლებისგან, ოჯახი და გზა მინისტრობიდან მინისტრის მრჩევლობამდე - რა ქონებას ფლობს ოთარ დანელია

ბიზნესსაქმიანობა, შემოსავლის გარეშე, ფულადი საჩუქარი მშობლებისგან, ოჯახი და გზა მინისტრობიდან მინისტრის მრჩევლობამდე - რა ქონებას ფლობს ოთარ დანელია

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება, კანონმდებლობით დადგენილ საქმიანობას კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გააგრძელებს. რაც შეეხება აპარატის ხელმძღვანელს, ოთარ დანელიას, ის ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. შედეგად, ბიზნესომბუდსმენის სტატუსი გაუქმებულია.

ოთარ დანელია პოლიტიკაში 2013 წლიდან გამოჩნდა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო და ლოჯისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. მოგვიანებით მომსახურების სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. 2014 წელს ჯერ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ მინისტრი გახდა, სადაც 2016 წლამდე გააგრძელა საქმიანობა. 2016-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. 2020 წლიდან 2021 წლამდე მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი, პარალელურად კი ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. 2022 წლის თებერვლიდან კი ბიზნესომბუდსმენის პოსტზე გააგრძელა საქმიანობა.

მეუღლესთან ერთად

ოთარ დანელიას მეუღლე მერიკო ჩიქობავა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს შსს-ს მომსახურების ცენტრში, უფროსის მოადგილე იყო. წყვილს სამი შვილი ჰყავს, დაჩი, ანიტა და ვივიენი. მესამე გოგონა (ვივიენი) ნიუ-იორკში დაიბადა, 2025 წელს.

ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებს ფლობს ოთარ დანელია.

ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივლისში შეავსო.

2022 წელს, 148 000 აშშ დოლარად შეძენილი, 84.3 კვ.მ ბინა ბათუმში; ასვე, ავტოფარეხი, რომელშიც 14 500 დოლარი აქვს გადახდილი; გარდა ამისა, 880კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რაშიც 2022 წელს 30 000 ლარი გადაიხადა. ასევე, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი “იაგუარი”, რომელიც 2022 წელს 11 500 ლარად აქვს შეძენილი...განაგრძეთ კითხვა