ავტორი:

4.5 მეტრიანი ტორტი, ვარსკვლავური შოუ, გამორჩეული სტუმრები - წლის ყველაზე სანახაობრივი ქორწილი, რომელიც 7 მილიონამდე: მილიარდერის წვეულების დეტალები

4.5 მეტრიანი ტორტი, ვარსკვლავური შოუ, გამორჩეული სტუმრები - წლის ყველაზე სანახაობრივი ქორწილი, რომელიც 7 მილიონამდე: მილიარდერის წვეულების დეტალები

ინდოელი ტექნოლოგიური მილიარდერის მემკვიდრის, ნეტრა მანტენასა და მეწარმე ვამსი გადირაჯუს ქორწილი, რომელიც ლეგენდარულ სასახლეში, "ჯეიმს ბონდის" ფილმის გადაღების ადგილას გაიმართა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ცერემონია, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 6.7 მილიონ დოლარს უახლოვდება, ნამდვილად იყო სიმდიდრისა და ვარსკვლავური ბრწყინვალების ზეიმი.

ფარმაცევტული გიგანტის, რამა რაჯუ მანტენას ქალიშვილის, ნეტრას ქორწილი რაჯასტანის უდაიპურში, ტბა პალასის მახლობლად მდებარე მდიდრულ ლოკაციაზე გაიმართა. ეს ის ადგილია, სადაც 1983 წლის საკულტო ფილმის, „რვაფეხას“ ეპიზოდებია გადაღებული.

ვარსკვლავური შოუ და გამორჩეული სტუმრები

ქორწილში ჯენიფერ ლოპესმა არა მხოლოდ სტუმრის, არამედ მთავარი შემსრულებლის როლიც შეასრულა. 56 წლის სუპერვ არსკვლული სცენაზე გამოვიდა თავისი ჰიტებით, მათ შორის Waiting for Tonight და On The Floor, და სანახაობრივი, სკანდალური ცეკვებით, რამაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა. ლოპესი ტრადიციული სარითაც პოზირებდა ახალდაქორწინებულებთან ერთად.

სტუმრებს შორის იყვნენ: დონალდ ტრამპ უმცროსი და მისი პარტნიორი ბეტინა ანდერსონი, რომლებიც დღესასწაულზე ტრადიციული ინდური სამოსით გამოჩნდნენ. ინსაიდერები იუწყებიან, რომ წყვილმა, შესაძლოა, მალე თავადაც იქორწინოს. ქორწილს ესწრებოდნენ ბოლივუდის A-კლასის ვარსკვლავები: რანვირ სინგჰი, მადჰური დიქსიტი, კრიტი სანონი, შაჰიდ კაპური, ნორა ფატეჰი, ჟაკლინ ფერნანდესი და კარან ჯოჰარი.

გრანდიოზული ტორტი - ხელოვნების ნიმუში

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი იყო 4.5 მეტრი სიმაღლის საქორწილო ტორტი, რომელიც მინი-სასახლის ფორმას იმეორებდა.

მთლიანად თეთრი, მრავალსართულიანი ტორტი დაფარული იყო სპილოების, ვეფხვების და ჩანჩქერივით გადმომავალი ყვავილების სკულპტურებით. ტორტი პარიზელმა ფუფუნების კონდიტერმა და საკონდიტრო შეფმა, ბასტიენ ბლანკ-ტაიუმ შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედიაში ტორტის ოსტატობამ ყველას აღფრთოვანება გამოიწვია, ქორწილის სავარაუდო 6.7 მილიონი დოლარის ღირებულებამ ადგილობრივ მოსახლეობაში კრიტიკაც დაიმსახურა.

ეს ქორწილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინდოელი მილიარდერების ქორწინებები სიმდიდრისა და ფუფუნების ახალ სტანდარტებს აწესებს, რასაც ხშირად ადარებენ 2024 წლის ამბანის ქორწილს, სადაც სტუმრებს შორის კარდაშიანები და ბილ გეითსი იყვნენ.

წაიკითხეთ ასევე: