აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით უკრაინამ აშშ-სთან უკვე შეათანხმა დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმა, საწყისი 28-პუნქტიანი დოკუმენტი 19 პუნქტამდე შემცირდა და აღარ მოიცავს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის ამნისტიის ვალდებულებას, კიევი ასევე დათანხმდა, რომ საკუთარ არმიას 800 000 სამხედრომდე შეამცირებს.
მოსალოდნელია, რომ ვლადიმირ პუტინი ახალ შეთანხმებას უარყოფს – რამაც შესაძლოა მოლაპარაკებების გახანგრძლივება გამოიწვიოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს განაცხად, რომ თუ ახალი გეგმა იმ "ძირითად შეთანხმებებს წაშლის", რომლებიც პუტინმა ტრამპთან აგვისტოში ალასკაზე გამართულ სამიტის დროს მიიღო, "სიტუაცია ფუნდამენტურად შეიცვლება".
საწყისი გეგმა სამუდამოდ გამორიცხავდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ქვეყნის არმია 600 000 სამხედრო მოსამსახურით იზღუდებოდა, ხოლო დონბასის ნაწილი რუსეთს უნდა გადაცემულიყო (დემილიტარიზებული ზონის სტატუსით), კიევი ასევე იღებდა ვალდებულებას 100 დღეში არჩევნები ჩაეტარებინა.
ამჟამად ამ პუნქტების უმეტესობა ცვლილებას დაექვემდებარა ან დროებით გვერდზე გადაიდო.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება და მადლობა მოუხადა “აშშ-სა და პირადად დონალდ ტრამპს გაწეული ძალისხმევისთვის“