ავტორი:

ახალი კვლევის მიხედვით, აფრიკის კონტინენტი "იხლიჩება"  - "ეს პროცესი შუაზე გაყოფს  უზარმაზარ ტბებს"

ახალი კვლევის მიხედვით, აფრიკის კონტინენტი "იხლიჩება"  - "ეს პროცესი შუაზე გაყოფს  უზარმაზარ ტბებს"

მაგნიტური მონაცემების შესწავლის შემდეგ კილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აფრიკასა და არაბეთს შორის გეოლოგიური გაყოფაა დაწყებული.

გახლეჩის პროცესი აფრიკას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ ნაწილისკენ მიემართება, რასაც სეისმური აქტივობა და ვულკანების ამოფრქვევა სდევს თან.

როდესაც ეს პროცესი დასრულდება (სავარაუდოდ 5-10 მილიონ წელიწადში) აფრიკა ორ ცალ-ცალკე კონტინენტად გადაიქცევა.

დასავლეთის ნაწილი უფრო დიდ ხმელეთით იქნება წარმოდგენილი, სადაც ის ტერიტორია მოხვდება, რომლებზეც დღეს აფრიკის უმეტესი ქვეყნები — მათ შორის ეგვიპტე, ალჟირი, ნიგერია, განა და ნამიბია მდებარეობს.

აღმოსავლეთით მდებარე უფრო მცირე ზომის ხმელეთი დღევანდელ სომალის, კენიას, ტანზანიას, მოზამბიკს და ეთიოპიის დიდი ნაწილს მოიცავს.

"ეს აღმოჩენები გვაძლევს უნიკალურ წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ იცვლება და მოძრაობს ჩვენი პლანეტა პირდაპირ ჩვენს ფეხქვეშ" - განაცხადა კილის უნივერსიტეტის გეოლოგმა, პროფესორ პიტერ სტაილზმა.

ფენების ტექტონიკის თეორიის თანახმად, კონტინენტების თანამედროვე განლაგება გეოლოგიურ წარსულში სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა.

მილიონობით ან შესაძლოა მილიარდობით წლის წინ უზარმაზარი ტექტონიკური ფენები დაიშალა და ერთმანეთს მოშორდა, გამოიყოო ახალი ოკეანური ქერქი და შეიქმნა ოკეანეები, რომლებსაც დღეს ვხედავთ — ეს პროცესი “ზღვის ფსკერის განშლის“- ს სახელითაა ცნობილი.

მკვლევრები განსაკუთრებით აღმოსავლეთ აფრიკის "რიფტზე" მიუთითებენ - გიგანტური, დაახლოებით 4 000 მილის სიგრძისა და 30–40 მილის სიგანის აფრიკის ერთ-ერთ უდიდეს ტექტონიკურ სტრუქტურა, რომელიც დედამიწის ქერქის გაბზარვით არის გამოწვეული, აღმოსავლეთ აფრიკაში, იორდანიიდან სამხრეთით გადის და მოზამბიკამდე აღწევს. მიიჩნევა, რომ მომავალში კონტინენტის გახლეჩის პროცესი სწორედ ამ “რიფტზე“ გაივლის და მათ შორის შუაზე გაყოფს აღმოსავლეთ აფრიკის ისეთ უზარმაზარ ტბებს, როგორიც მალავის და ტურკანას ტბაა.

წყარო