ავტორი:

რას შეიძენთ PSP-ში 50 ლარად? – ისარგებლეთ 50-დან 80%-მდე ფასდაკლებით და დასაჩუქრდით

რას შეიძენთ PSP-ში 50 ლარად? – ისარგებლეთ 50-დან 80%-მდე ფასდაკლებით და დასაჩუქრდით

PSP-ს Black Friday-ს კვირეული საუკეთესო შესაძლებლობაა, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად განვაახლოთ ჩვენი თავის მოვლის რუტინა. წელს, PSP-ში დაგხვდებათ ყველაზე დიდი - 50, 60, 70 და 80%-იანი ფასდაკლებები, რომელიც თითქმის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება.

თუ ცივი სეზონისთვის კანის მოვლის რუტინის გადახალისება და ამავდროულად, სიახლეების აღმოჩენა გსურთ, იტალიური ბრენდის, ექვილიბრას პროდუქტები სწორედ თქვენთვისაა. ბრენდის თავის მოვლის საშუალებები დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე, არ შეიცავს ალკოჰოლს და ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის აღდგენას.

„ექვილიბრას“ ფორმულები შექმნილია ალოე ვერას ბაზაზე, დამატებული აქვს ჰიალურონის მჟავა და მცენარეული ექსტრაქტები, რაც კანის აღდგენს, დარბილებას და მაქსიმალურად დატენიანებას უზრუნველყოფს.

რაც მთავარია, Black Friday-ს ფასდაკლებით, მხოლოდ 50 ლარად თითქმის რუტინის შედგენას შეძლებთ:

ალოეს ექსტრატზე დამზადებული შემავსებელი ეფექტის მქონე კრემი დაგეხმარებათ წვრილი ხაზებისა და ნაოჭების პრევნციაში, აქვს უცხიმო, სწრაფად შეწოვადი ტექსტურა, ატენიანებს კანს და გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში, ამცირებს დაბერების ნიშნებს.

ექვილიბრას თვალის კრემი შექმნილია სპეციალურად კანის გამკვრივებისა და სიმტკიცის აღსადგენად. ალოე ვერას ექსტრაქტი ამშვიდებს თვალის გარშემო ნაზ კანს ზამთრის ცივ დღეებში და იცავს მას გამოშრობისგან. დამატებითი აქტიური ინგრედიენტები, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და მცენარეული ექსტრაქტები დაგეხმარებათ ნაოჭებისა და დაბერების ნიშნების პრევენციაში, საფუძვლიანად დაგიტენიანებთ და გაგიჯანსაღებთ კანს.

რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვისაც.

„ექვილიბრას“ ტუჩის ბალმი ამშვიდებს და ატენიანებს დაზიანებულ ტუჩებს. მისი ფორმულა შექმნილია ბუნებრივი ინგრედიენტებით, ტესტირებულია დერმატოლოგიურად.

პროდუქტი ტუჩის თხელ, ნაზ კანს დაიცავს სიცივის, ქარისა და მზისგან, დაგეხმარებათ დაზიანების აღდგენაში.

აღმოაჩინეთ „ექვილიბრას“ კანის მოვლის საშუალებები საუკეთესო ფასად და შეხვდით მომზადებული ცივ სეზონს. Black Friday-ს ფასდაკლებით სარგებლობისთვის მიჰყევით ბმულს.

R