ავტორი:

თურქეთის სასტუმროს ნომერში, სადაც ბოჯექების ოჯახი ცხოვრობდა, მომწამვლელ ნივთიერება აღმოაჩინეს -  რამ გამოიწვია მშობლებისა და 2 შვილის გარდაცვალება?

თურქეთის სასტუმროს ნომერში, სადაც ბოჯექების ოჯახი ცხოვრობდა, მომწამვლელ ნივთიერება აღმოაჩინეს -  რამ გამოიწვია მშობლებისა და 2 შვილის გარდაცვალება?

თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში გერმანიიდან ჩასული ბოჯეკების ოჯახის მოწამვლისა და გარდაცვალების გამოძიების ფარგლებში ახალი ინფორმაციები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, პროკურატურას ცხედრების ექსპერტიზის ანგარიში გადაეგზავნა, რომლის დასკვნებმაც სიკვდილის მიზეზის დადგენის გამოძიება ახალ, გარდამტეხ ფაზაში შეიყვანა.

  • ტოქსიკური ნივთიერება ბიოლოგიურ ნიმუშებში არ აღმოჩნდა

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილების, დედა - ჩიდემ ბოჯეკის, მამის - სერვეთ ბოჯეკის და მათი შვილების - ქადირ მუჰამეთისა და მასალ ბოჯეკისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებში ტოქსიკური ნივთიერება არ აღმოჩნდა.

ეს შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა, ინსპექტირებისას გამოძიებამ სასტუმროს ოთახში იპოვა ის, რამაც სავარაუდოდ ოთხივე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილების სხეულში მომწამვლელი ნივთიერება არ დაფიქსირდა, ინსპექტირებისას მნიშვნელოვანი დეტალი გამოვლინდა. შემთხვევის ადგილიდან აღებულ პირსახოცებში, ნიღბებსა და ზედაპირის ნაცხებში ფოსფინის გაზი აღმოჩნდა.

  • ცნობისთვის: ფოსფინი - PH3 , წარმოადგენს ამიაკის (NH3) ანალოგს. მას აქვს პირამიდული სტრუქტურა, სადაც ცენტრში განთავსებულია ფოსფორის ატომი, რომელიც უკავშირდება წყალბადის სამ ატომს და ერთ ელექტრონულ წყვილს. ფოსფინში ფოსფორის ატომი აზოტის მსგავსად სამვალენტიანია, მაგრამ აზოტისაგან განსხვავებით იგი არ მიიღება ფოსფორისა და წყალბადის უშუალო შეერთებით. ფოსფინი მიიღება ფოსფიდების (მაგალითად, კალციუმის ფოსფიდის, Ca3P2) ჰიდროლიზით, ისევე როგორც ამიაკი მიიღება ნიტრიდების (Ca3N2) ჰიდროლიზით. ფოსფინი უფერო, არასასიამოვნო სუნის (ნივრის) მქონე, მომწამლავი ნაერთია. წყალში მცირედ ხსნადია. ის აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობისა და მავნებლების საწინააღმდეგო პესტიციდებში.

ერთ-ერთი ვერსიით, სასტუმროში ჩატარებული დეზინფექციის შემდეგ დარჩა ფოსფინი ინვენტარზე, რამაც მთელი ოჯახის სიკვდილის გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მცხოვრები კიდევ ორი უცხოელი ასევე მოწამვლის ნიშნებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათი გადარჩენა მოხერხდა.

  • სურსათის ექსპერტიზამ საკვებში პრობლემა ვერ ნახა

სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიებში ოჯახის მიერ მოხმარებული პროდუქტები შესწავლის შედეგად, არანაირი მიკრობიოლოგიური ან ქიმიური დარღვევა არ დაფიქსირებულა. ანგარიშის თანახმად, ყველა საკვები თურქეთის სურსათის კოდექსის შესაბამისი აღმოჩნდა.

ლაბორატორიული კვლევა 24 ნოემბერს დასრულდა, ხოლო სიკვდილის ზუსტი მიზეზის შესახებ საბოლოო შეფასებას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტი არაუგვიანეს 28 ნოემბრისა მოამზადებს.

  • ტრაგედიის ქრონოლოგია

გერმანიიდან თურქეთში ჩამოსული ბოჯეკების ოჯახი 12 ნოემბერს სასტუმროში შეუძლოდ გახდა. საავადმყოფოში პირველადი დახმარების შემდეგ ისინი სასტუმროში დაბრუნდნენ, თუმცა, მომდევნო ღამით ოჯახი ისევ ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა: ბავშვები იმავე დღეს დაიღუპნენ, დედა - 14 ნოემბერს, ხოლო მამა - 17 ნოემბერს. ცნობილია, რომ იმავე სასტუმროში მყოფი სამი ტურისტიც მსგავსი სიმპტომებით იქნა ჰოსპიტალიზებული, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წაიკითხეთ ასევე: