ავტორი:

"ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და..." - რას პასუხობს პარლამენტარი ეკა ჭიჭინაძე კრიტიკოსებს?

"ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და..." - რას პასუხობს პარლამენტარი ეკა ჭიჭინაძე კრიტიკოსებს?

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები პარლამენტში გამართული კულტურის კომიტეტის სხდომიდან, რომელსაც "ოცნების" წევრი ეკა ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა. ვიდეოში ჩანს, რომ სხდომის წამყვანს ლაპარაკი და ტექსტის წაკითხვა უჭირს.

"აი, ეს ხდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე და მერე კიდევ კითხვები ჩნდება, გელათი რატომ გვენგრევა თავზეო... ეკა, კითხვა არ იცი, არ იცი რეგლამენტი, წესები და თანმიმდევრობა, პირველი მოსმენა რა არის, არ იცი და "კევი" მაინც გამოიღე პირიდან, კომიტეტის სხდომა რომ მიგყავს", - ვიდეოს მონაკვეთი აღნიშნული ტექსტით ჟურნალისტმა თიკო ერაძემ გაავრცელა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ეკა ჭიჭინაძე მის კრიტიკოსებს “კვირის პალიტრასთან“ პასუხობს:

- კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ "ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი... ალბათ, იმაზე გადამეკიდნენ, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აკრედიტაცია შევუჩერე, რომელმაც ჩემი ტელეფონი გადაიღო. ძალიან შეწუხებული ჰყავდა მთელი პარლამენტი, მარტო მე კი არა და - ყველას გაუხარდა, ერთი თვე მაინც დავისვენებთო. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. თვითონ კი მომმართავენ ეკათი, შენობით, ძალიან ფამილიარულად, მაგრამ უზრდელები არიან, ნუ..

სიმართლე გითხრათ, ძალიან გავერთე, გამოდის, რომ მაგათ რაღაცით ვაღიზიანებ და - ძალიანაც კარგი! უბრალოდ, მეცოდებიან ახალგაზრდა გოგონები არიან და ახალგაზრდა ადამიანები რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ. იყონ ასე, თავად თუ მოსწონთ ჩემი ცხოვრებით იცხოვრონ, პრობლემა არ არის.... იხილეთ ვრცლად