ავტორი:

აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა თეთრი სახლის პრესმდივნის ყოფილი რძალი დააკავა - რას ამბობს კეროლინ ლევიტის ძმა?

აშშ-ის საემიგრაციო სამსახურმა თეთრი სახლის პრესმდივნის ყოფილი რძალი დააკავა - რას ამბობს კეროლინ ლევიტის ძმა?

შეერთებული შტატების იმიგრაციის სამსახურმა არც მეტი, არც ნაკლები თეთრი სახლის პრესმდივნის, კაროლინ ლევიტის ოჯახის წევრი დააკავა. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

ბრუნა ფერეირა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ რივერში დააკავეს და ამჟამად სამხრეთ ლუიზიანას შტატში, ICE-ის ცენტრში იმყოფება. ის კაროლინ ლევიტის ძმის, მაიკლის ყოფილი პარტნიორია, რომელთანაც 11 წლის ვაჟი ჰყავს. ფერეირა წარმოშობით ბრაზილიიდანაა და ოჯახთან ერთად აშშ-ში წლების წინ გადავიდა საცხოვრებლად.

მაიკლ ლივიტმა აღნიშნული ფაქტის შესახებ განაცხადა, რომ მათი საერთო შვილი მუდმივად მასთან და მის ახლანდელ მეუღლესთან ცხოვრობს, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა ურთიერთობას ბიოლოგიურ დედასთან.

როგორც WBUR-თან ინტერვიუში მაიკლმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ბრუნა ფერეირა დააკავეს, ვაჟს მასთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონია.

“დაკავებული კაროლინის ძმისშვილის დედაა, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობა წლებია არ ჰქონიათ. ბავშვი დაბადებიდანვე ნიუ-ჰემფშირში, მამასთან ერთად ცხოვრობს. დედასთან არასდროს უცხოვრია. ფერეირა აშშ-ში B2 ტურისტული ვიზით შევიდა და ქვეყანა 1999 წლის 6 ივნისამდე უნდა დაეტოვებინა", - განუცხადა ანონიმურმა წყარომ Daily Mail-ს.

ფერეირას დაკავებას მისი ოჯახის წევრებიც გამოეხმაურნენ:

"ჩემი და, ბრუნა, ცოტა ხნის წინ იმიგრაციის სამსახურმა დააკავა. ახლა იმ ქვეყანაში დარჩენისთვის იბრძვის, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრებაა სახლს უწოდებს. ყველამ, ვინც ბრუნას იცნობს, იცის, როგორი ადამიანია ის - შრომისმოყვარე, კეთილი... ბრუნას არყოფნა განსაკუთრებით მტკივნეული იყო მისი 11 წლის შვილისთვის, მაიკლ ლივიტ უმცროსისთვის, რომელსაც დედა სჭირდება და ყოველდღე იმედოვნებს, რომ სახლში დროულად დაბრუნდება".

წყარო