ჩაკვეტაძემ ა.წ.რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, 25 ნოემბერს პირველად ითამაშა - ჩემპიონშიფის მე-17 ტურში "უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე "პრესტონს“ ფრედ ეთამაშა - 1:1.
მასპინძელთა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმის გამო 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა.

"Chak is back" (ჩაკი დაბრუნდა") - ამ წარწერით გამოეყვნენ კლუბის ოფიციალურმა "ფეისბუქგვერდმა" გიორგის ფოტო.

"უოტფორდი“ 24 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 2 ქულა აშორებს და 2 დეკემბერს "ბირმინგემს“ ესტუმრება.