მასშტაბურ ხანძარს ჰონგ-კონგში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
დაშავებულია არაერთი ადამიანი, ამ დროის ინფორმაციით, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
ტრაგედია Tai Po-ს რაიონში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში დატრიალდა, რომელიც 8 კორპუსს და დაახლოებით, 2 000 ბინას მოიცავს. ხანძრის დაწყების მომენტში შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

პირველადი მონაცემებით, 40-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი სამშობლო რემონტის პროცესში გამოყენებულ ბამბუკისგან დამზადებულ კონსტრუქციაზე დაიწყო და რამდენიმე წუთში მოედო შენობის გარე ნაწილს.
ბამბუკი და მასთან დაკავშირებული ქსოვილოვანი ბადეები სწრაფად აალებადი მასალებია, რამაც ცეცხლის გავრცელებას შეუწყო ხელი.

მეხანძრეებმა განგაშის მაღალი დონე გამოაცხადეს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთ დაღუპული შესაძლოა მეხანძრე იყოს.
ხანძარი იმდენად ფართო მასშტაბით გავრცელდა, რომ ზოგიერთმა მაცხოვრებელმა გამოსვლა ვერ მოასწრო და საკუთარ ბინებში ჩარჩნენ.. მაშველები ცდილობდნენ მათ ევაკუაციას.

ჰონგ-კონგში ბამბუკის სამშენებლო კონსტრუქციები ისტორიულად ფართოდ გამოიყენება, მაგრამ:
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბამბუკი ძალიან სწრაფად აალებადია, მასზე დამაგრებული ქსოვილოვანი ბადეები კი ცეცხლის სწრაფ გავრცელებს უწყობს ხელს.


მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ჰონგ-კონგში სამშენებლო რეგულაციების გამკაცრების წინაპირობას ქმნის.
ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა შენობაში ადამიანები ჩარჩენილი.