ავტორი:

2025 წლის მონაცემებით, რომელია 15 ყველაზე გავრცელებული გვარი და სახელი საქართველოში

2025 წლის მონაცემებით, რომელია 15 ყველაზე გავრცელებული გვარი და სახელი საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ პოზიციებს.

გავრცელებულ გვარებს შორის, კვლავ ლიდერობს ბერიძე, კაპანაძე, გელაშვილი და მაისურაძე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ორივე სქესის წარმომადგენელი, 30190 ბერიძეა ქვეყანაში, 19273 კაპანაძე, 18330 - გელაშვილი და მაისურაძე 15992.

მხოლოდ კაცებში ლიდერობს ბერიძე 15036 მამრობითი სქესის წარმომადგენლით, მამედოვი 14413, კაპანაძე - 9545 და ალიევი - 9340.

ქალებშიც პირველ ადგილზეა ბერიძე 15154 მდედრობითი სქესის წარმომადგენლით, მამედოვა - 13665, კაპანაძე - 9728 და შემდეგ გელაშვილი - 9537.

  1. ბერიძე
  2. კაპანაძე
  3. გელაშვილი
  4. მაისურაძე
  5. მამედოვი
  6. გიორგაძე
  7. მამედოვა
  8. ბოლქვაძე
  9. ლომიძე
  10. წიკლაური
  11. ნოზაძე
  12. კვარაცხელია
  13. მიქელაძე
  14. ხუციშვილი
  15. აბულაძე

რაც შეეხება სახელებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ცნობილი სახელების ხუთეულში კვლავ გიორგი (193254), ნინო (115598), მარიამი (72112 ), დავითი (68190 ) და ანაა (49826 ).

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ სახელებს საქართველოში.

მამაკაცები:

  1. გიორგი
  2. დავით
  3. ალექსანდრე
  4. ლუკა
  5. ნიკოლოზ
  6. საბა
  7. ზურაბ
  8. ლევან
  9. დავითი
  10. ნიკა
  11. ანდრია
  12. გოჩა
  13. მამუკა
  14. ზაზა
  15. ილია

ქალები:

  1. ნინო
  2. მარიამ
  3. ანა
  4. მარიამი
  5. თამარ
  6. მაია
  7. ნანა
  8. ელენე
  9. ნათია
  10. მანანა
  11. ქეთევან
  12. თამარი
  13. სალომე
  14. მარინე
  15. ხათუნა

წაიკითხეთ ასევე: